ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უზრუნველყოს არანაკლებ 9 837 000 ლარის ჩარიცხვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ანგარიშზე“ - რა პირობით იყიდება ჭავჭავაძის გამზირზე უძრავი ქონება

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს აუქციონზე ყიდის.
აღნიშნული ობიექტის საწყისი ღირებულება 7 953 000 ლარია, აუქციონის ბიჯი კი 10000 ლარს შეადგენს.
„ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია: შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში, უზრუნველყოს არანაკლებ 9 837 000 ლარის ჩარიცხვა სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე“, - ნათქვამია აუქციონის პირობებში.
გარდა ამისა, ქონების საპრივატიზებო პირობად განსაზღვრულია, რომ აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან არაუმეტეს 4 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს.
აუქციონი 16 აპრილს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.