საქსტატის თანახმად, ივნისში ყველაზე გაიაფებულ პროდუქტებს შორის მოხვდა ნიორი, ინტერნეტის გადასახდელი და ტელევიზორი

2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებშია აღნიშნული.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.5 % შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.2%-ით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, ივნისში ყველაზე გაიაფებულ პროდუქტებს შორის მოხვდა ნიორი, ინტერნეტის გადასახდელი და ტელევიზორი.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრენსიუსი“ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით გთავაზობთ იმ პროდუქტების ათეულს, რომელიც გასულ თვეში წლიურად ყველაზე მეტად გაიაფდა:

  • ნიორი – 24%
  • ინტერნეტის გადასახდელი – 22%
  • ტელევიზორი – 21%
  • კივი – 18%
  • მაცივარი – 16.6%
  • მანდარინი – 16.4%
  • სარეცხი მანქანა – 15%
  • თეფში – 14.5%
  • ფორთოხალი – 14%
  • ქალის ჰიგიენური საფენები – 13%