ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო - თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო - თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია
"ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო - თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია.
ჩინეთმა, რუსეთმა და თურქეთმა, ანუ ირანის "მოკავშირეებმა", არც ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი არ გაგზავნეს.
მისმა საკუთარმა ოჯახმაც კი, მათ შორის ვაჟმა მოჯთაბა ხამენეიმ, დაკრძალვაზე გამოჩენა ვერ გაბედა" - დაწერა ირანელმა ჟურნალისტმა და აქტივისტმა, მასიჰ ალინეჯადმა სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, 2025 წელს აშშ-ს სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორი პირი, რომელთაგან ერთი საქართველოს მოქალაქეა. ისინი ირანის რეჟიმის დავალებით ალინეჯადის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.
ამერიკელი პროკურორების მტკიცებით, ირანმა წლების განმავლობაში ალინეჟადის დაშინება და გაჩუმება რამდენჯერმე სცადა, მათ შორის 2021 წელს მისი გატაცების წარუმატებელი მცდელობით, რის შედეგადაც ირანის დაზვერვის 4 თანამშრომელი დააკავეს.
აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, გატაცების მცდელობის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტის მკვლელობაზე 500 000 დოლარის გასამრჯელო გამოაცხადეს
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.