ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო NATO-ს სამხედრო-საზღვაო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას

მოლდოვის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 8-21 აპრილს რუმინეთის საზღვაო ძალები NATO-ს სამხედრო-საზღვაო წვრთნებს "Sea Shield 24" გაუწევს ორგანიზებას.
მასში 12 მოკავშირე და პარტნიორი სახელმწიფო მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის: ბულგარეთი, საფრანგეთი, საქართველო, საბერძნეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, მოლდოვა, პოლონეთი, პორტუგალია, თურქეთი, აშშ და ნიდერლანდები.
ჯამში შავ ზღვასა და მდინარე დუნაიზე ჩატარებულ წვრთნებში 2 200-ზე მეტი სამხედრო და 135 ერთეული სამხედრო ტექნიკა იქნება ჩართული, რომლებიც ზღვასა და მდინარეში არალეგალურ ქმედებებთან ბრძოლაში, ზღვისა და მდინარეების კონტროლის დამყარებაში, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებაში, საფრთხის ქვეშ მყოფი გემების დახმარებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ივარჯიშებენ.
"Sea Shield-ი" პირველად 2015 წელს ჩატარდა და წვრთნების მიზანი რეგიონულ უსაფრთხოებისა და სტაბილურობის წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავებას მოიცავს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.