ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო 36-ე ადგილზეა - სად არის ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი წყაროების წილი ყველაზე მაღალი

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა 2023 წლის მდგომარეობით 76%-ით იყო დამოკიდებული განახლებადი ენერგიის წყაროებზე. ამ მაჩვენებლით, საქართველომ მსოფლიოში 36-ე პოზიცია დაიკავა, რადგანაც ქვეყნების უმეტესობაში განახლებადი ენერგიას მთლიან ელექტროგამომუშავებაში გაცილებით ნაკლები წილი უკავია. Energy Institute-ის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს განახლებად წყაროებზე მთლიანი ელექტროენერგიის გამომუშავების 30% მოდიოდა, ხოლო ამ წყაროების წილი 50%-ს მხოლოდ 69 ქვეყანაში აღემატება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.