საქართველო 126-ე ადგილზეა - რომელ ქვეყნებშია ყველაზე სწრაფი და ნელი ფიქსირებული ინტერნეტი
ინტერნეტის სიჩქარის გლობალური მონიტორის - Ookla-ს სტატისტიკის თანახმად, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში 126-ე ადგილზე იმყოფება. Ookla-ს მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის საშუალო სიჩქარე წამში 28.84 მეგაბაიტია, რითაც საქართველო ტაჯიკეთსა და სენეგალს შორის მდებარეობს. საქართველოს ყველა მეზობელი ქვეყანა ასწრებს, სომხეთი 93-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 109-ე ადგილზე, რუსეთი 61-ე ადგილზე, თურქეთი კი 107-ე ადგილზეა.
Ookla-ს თანახმად, ყველაზე სწრაფი ფიქსირებული ინტერნეტი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებშია, წამში 291 მეგაბაიტის სიჩქარით, მეორე ადგილზეა სინგაპური წამში 290 მეგაბაიტით, ხოლო მესამეზე ჰონკონგი 277 მეგაბაიტის სიჩქარით. აშშ-ში ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარეა 241 მეგაბაიტი წამში, საფრანგეთში 226 მეგაბაიტი წამში, გერმანიაში კი 90 მეგაბაიტი წამში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.