არქივი3 მაისი, 2025, 12:35
საქართველო შერეული ორთაბრძოლების (MMA) მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს

საქართველო შერეული ორთაბრძოლების (MMA) მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს.
გათამაშება ჩვენს ქვეყანაში 2025; 2026 და 2027 წლებში ჩატარდება.
ტურნირის მიმდინარე წლის შეჯიბრება, რომელიც უფროსებთან ერთად, იუნიორებშიც გაიმართება, 27 სექტემბერს დაიწყება და 2 ოქტომბერს დასრულდება.
შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ფედერაციასა და საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციას შორის 3-წლიანი მემორანდუმი უკვე გაფორმდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.