ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისტორიაში პირველად საქართველო ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის” საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ისტორიაში პირველად საქართველო ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის” საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

საერთაშორისო საციგურაო კავშირის გადაწყვეტილებით (ISU) საქართველოში ფიგურულ ციგურაობაში „ჩელენჯერის სერიის” საერთაშორისო ტურნირი სახელწოდებით „თრიალეთის თასი 2025″ პირველად გაიმართება. ტურნირს მიმდინარე წლის 8-11 ოქტომბერს ახლად აშენებული თბილისის ყინულის არენა უმასპინძლებს.
ტურნირი მამაკაცების, ქალების, სპორტული წყვილებისა და სპორტული ცეკვების კატეგორიაში მოეწყობა. წელს ოთხივე სახეობაში „ჩელენჯერის” ტურნირები მხოლოდ საქართველოში, იაპონიაში, გერმანიასა და ხორვატიაში გაიმართება.
თბილისში გასამართ ტურნირზე მსოფლიოს არაერთი მაღალი რეიტინგის მქონე ფიგურული მოციგურავე იასპარეზებს. ISU-მ საქართველოს მსგავსი მასშტაბის ტურნირის ჩატარების უფლება პირველივე განაცხადის გაკეთებისთანავე მისცა.
ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.