საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობიდან” გარიცხეს

14
“ღია მმართველობის პარტნიორობამ” (OGP) საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობა სამუდამოდ შეაჩერა. ამის შესახებ გადაწყვეტილება OGP-იმ რეაგირების პოლიტიკის შესაბამისად, სამეთვალყურეო კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ გამოაქვეყნა.
განცხადების მიხედვით, პარტნიორობის შეწყვეტა “ქართული ოცნების” პოლიტიკას მოჰყვა:
“2026 წლის 13 აპრილს „ღია მმართველობის პარტნიორობამ“ (OGP) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს წევრობის შეჩერებასთან დაკავშირებით. შედეგად, საქართველო გამოეთიშა ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მთავრობის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას.
OGP-ის ეს გადაწყვეტილება არის დადასტურება, რომ საქართველო დაშორდა იმ დემოკრატიულ სტანდარტებს, რომელთა შესრულებაზეც თავად იღებდა ვალდებულებას. ქვეყანამ დაკარგა საერთაშორისო ნდობა და დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობები. ეს გადაწყვეტილება გვაჩვენებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები არ ფუნქციონირებს და მოქალაქეთა ხმა აღარ ისმის”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო