ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო რუს IT სპეციალისტებს ბინადრობის ნებართვებს გამარტივებული სქემით გადასცემს - რუსული მედია

საქართველო რუს IT სპეციალისტებს ბინადრობის ნებართვებს გამარტივებული სქემით გადასცემს - რუსული მედია

2025 წლის 1 სექტემბრიდან უცხოელი IT სპეციალისტები, მათ შორის რუსები, საქართველოში შეძლებენ სამწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას გამარტივებული სქემით. ამის შესახებ რუსული მედია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ წევრ ვაკო თურნავას განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
თურნავას თქმით, შესაბამისი კანონპროექტი დაჩქარებული წესით იქნება მიღებული.
ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო იქნება ინტერნეტ ტექნოლოგიების სფეროში მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა, ასევე წელიწადში მინიმუმ 25 000 დოლარის შემოსავლის დამადასტურებელი ცნობა.
კანონპროექტის მიზანი IT-ტექნოლოგიების სფეროში პროფესიონალი პერსონალის მიზიდვა და ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეკოსისტემის გაუმჯობესებაა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.