ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თინა ბოკუჩავა - სენატორი დეინსი რეჟიმს, სავარაუდოდ, იმ გზავნილს გადასცემს, რომლის ელჩის მხრიდან მიღებაზეც ივანიშვილმა უარი თქვა - ეს დასტურია, რომ ურთიერთობების გადატვირთა არ მოხდება, თუ საქართველო დემოკრატიული განვითარებას არ დაუბრუნდება

თინა ბოკუჩავა - სენატორი დეინსი რეჟიმს, სავარაუდოდ, იმ გზავნილს გადასცემს, რომლის ელჩის მხრიდან მიღებაზეც ივანიშვილმა უარი თქვა - ეს დასტურია, რომ ურთიერთობების გადატვირთა არ მოხდება, თუ საქართველო დემოკრატიული განვითარებას არ დაუბრუნდება

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, რესპუბლიკელი სენატორის საქართველოში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია აშშ-ის მხრიდან.
ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც ის საქართველოში ვიზიტით მყოფ სენატორს, სტივ დეინსის შეხვდა.
„სენატორ სტივ დეინისის ვიზიტი საქართველოში, რომელიც გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორია, სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის წევრი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია აშშ-ის მხრიდან, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით შეხვედრაზე ვიყავით მე და ნიკა გვარამია. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვედრაზე, ის, სავარაუდოდ, იმ გზავნილს გადასცემს, რომლის ელჩის მხრიდან მიღებაზეც ივანიშვილმა უარი განაცხადა. ეს არის დასტური იმის, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის შესაძლებლობა არ იქნება, თუ საქართველო არ დაუბრუნდა დემოკრატიული განვითარების გზას, ხოლო ამის შანსი არის რეალური, ნორმალური, საპარლამენტო ახალი არჩევნებისა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობებში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინისი საქართველოს სტუმრობს. ის უკვე შეხვდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს და ასევე, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.