საქართველო მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს

საქართველო მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. კვლევა, რომელიც თავისუფლების ინდექსს განსაზღვრავს “ფაიზერისა” და “კატონის” ინსტიტუტებმა შეიმუშავეს. 2012 წლის შემდეგ, ადამიანის თავისუფლების მიმართულებით, საქართველო ევრაზიაში ლიდერობს და მსოფლიო ხუთეულშია. მიმდინარე წლის მონაცემებით კი ირკვევა, რომ ქვეყანა მსოფლიოში 42-ე ადგილზე მონტენეგროსთან ერთად, თანაბარი ქულით დაწინაურდა. საქართველო როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრ 7 სახელმწიფოსა და წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას უსწრებს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეიტინგში, სასამართლოების მიუკერძოებლობის ინდიკატორი გამოყვეს. ამ მიმართულებით საქართველო, როგორც მეზობელ ქვეყნებს, ასევე ევროკავშირისა და ნატოს წევრ 8 სახელმწიფოს უსწრებს, მათ შორისაა: ლატვია, საბერძნეთი, ხორვატია, ბულგარეთი, თურქეთი და მონტენეგრო.
კვლევის მიხედვით, “სასამართლო დამოუკიდებლობის” ინდიკატორში საქართველომ უკეთესი შედეგი აჩვენა ვიდრე უნგრეთმა, პოლონეთმა, სლოვაკეთმა, ხორვატიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, უკრაინამ და მოლდოვამ. კვლევაში ყურადღება 20 წლიან სარეიტინგო პროგრესზე გამახვილდა. მონაცემებს 2012 წლის შემდეგ, ადამიანის უფლებების მიმართულებით ფუნდამენტურ ცვლილებებს უკავშირებს მმართველი გუნდი. ოპოზიციის ნაწილს კი საერთაშორისო რეიტინგის არ სჯერა.
რეიტინგებში საქართველოს პოზიციონირებას, ბოლო წლებში გატარებულ რეფორმებს უკავშირებენ ანალიტიკოსები. ექსპერტები ამბობენ, რომ მონაცემები გრძელვადიან პერსპექტივაში პოზიტიურ მოლოდინს ქმნის.
“ადამიანის თავისუფლების ინდექსი” სხვადასხვა ინდიკატორისა და კვლების მიხედვით, ადამიანის თავისუფლების ხარისხს, მსოფლიოს 165 ქვეყანაში სწავლობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ