ირაკლი ბურჭულაძე – საქართველო კიდევ ერთხელ წარმატებით მოინიშნა მსოფლიო რუკაზე

მთის ტრასების სააგენტოს (MTA) დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის შეფასებით, ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო თასი ფრისტაილში 2 დღის განმავლობაში წარმატებით მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საქართველო კიდევ ერთხელ წარმატებით მოინიშნა მსოფლიო რუკაზე.
„ჩვენ კარგი სტარტი გვაქვს. ვფიქრობთ, იგივე წარმატებით ჩავატარებთ გუდაურში და ბაკურიანში. ბაკურიანის მსოფლიო თასის ტრანსლირება 17 ქვეყანაში მიმდინარეობს. ისეთ სპორტულ არხებზე, როგორიცაა Eurosport და სხვა ცნობილი არხები. საქართველო კიდევ ერთხელ მოინიშნა წარმატებით მსოფლიო რუკაზე”,- განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.
ბაკურიანში, კოხტას გორაზე მსოფლიო თასი – მოგულის დისციპლინაში მეორე დღეა მიმდინარეობს. დღეს, 16 ქვეყნის 90 წამყვან სპორტსმენს შორის გამოვლინდება მსოფლიო თასის მფლობელი დუალ მოგულის დისციპლინაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ