არქივი16 დეკემბერი 2025, 15:10
საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა

ინტერნეტის სიჩქარის გლობალური მონიტორის - Speedtest Global Index-ის სტატისტიკის თანახმად, საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-14 ადგილზე იმყოფება.
2025 წლის რეიტინგის მიხედვით, ქვეყანა ერთ წელიწადში 4 პოზიციით დაწინაურდა.
Speedtest Global Index-ს მიხედვით, საქართველოში მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე წამში 169.82 მეგაბაიტია, რითაც საქართველო სამხრეთ მაკედონიას და ნიდერლანდებს შორის მდებარეობს.
მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს პირველ სამეულში, შედის არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და ქუვეითი.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.