ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მსოფლიოს 100 საუკეთესო სამზარეულოს შორის საქართველო 21-ე ადგილზეა

მსოფლიოს 100 საუკეთესო სამზარეულოს შორის საქართველო 21-ე ადგილზეა

Tasteatlas-ი წერს, რომ ქართული სამზარეულო ცნობილია შემდეგი კერძებით: ხაჭაპური, ხინკალი, მწვადი, ქათამი კეცზე და ა.შ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგში საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის მხოლოდ თურქეთი უსწრებს. კერძოდ, თურქული სამზარეულო მე-7 ადგილზეა.
რეგიონის ქვეყნების პოზიციები რეიტინგში ასე გადანაწილდა:
· თურქეთი მე-7 ადგილი;
· რუსეთი 28-ე ადგილი;
· სომხეთი 87-ე ადგილი;
· აზერბაიჯანი 67-ე ადგილი.
რეიტინგის მიხედვით, 2025-2026 წლებში მსოფლიოს საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქვეყანა იტალიაა.
უფრო კონკრეტულად, Top 10 საუკეთესო სამზარეულოების რეიტინგი ასეთია:
· იტალია
· საბერძნეთი
· პერუ
· პორტუგალია
· ესპანეთი
· იაპონია
· თურქეთი
· ჩინეთი
· საფრანგეთი
· ინდონეზია
bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.