ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს "იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის ანგარიშში გამოყოფილი 9 ნაბიჯი გადაიდგმება" | იოზვიაკი

"საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს "იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის ანგარიშში გამოყოფილი 9 ნაბიჯი გადაიდგმება", - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"ევროკავშირის გაფართოების უახლეს პროექტში რეკომენდაციები გაიცა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ არ არის მიღებული. საქართველო, ასევე, მიიღებს კანდიდატის სტატუსს "იმის გათვალისწინებით, რომ კომისიის ანგარიშში გამოყოფილი 9 ნაბიჯი გადაიდგმება", - წერს იოზვიაკი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.