ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გვაქვს დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება - ბექა დავითულიანი

მმართველი გუნდის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ქვეყანას ევროკომისიის მხრიდან აქვს დადებით რეკომენდაცია, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ქვეყანა მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
მისივე თქმით, საქართველო დადებით შეფასებას ჯერ კიდევ შარშან იმსახურებდა.
"გვაქვს დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიის მხრიდან, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პოზიტიურად ვიყოთ განწყობილები და ვიფიქროთ, რომ 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭება. ეს იქნება სწორი. არასწორი და შეცდომა იყო ის, რომ შარშანვე არ მოგვენიჭა სტატუსი იმიტომ, რომ ჩვენ ტრიოში უკეთესი ფაქტობრივი მდგომარეობა გვქონდა ყველა კრიტერიუმით, რითაც ხდება შეფასება", - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.