ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო ლუქსემბურგს 2:0 ამარცხებს - გოლი კვლავ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა

საქართველო ლუქსემბურგს ანგარიშით - 2:0 ამარცხებს, გოლი კვლავ ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
მატჩში ანგარიშის გახსნა, სწორედ ზივზივაძემ მოახერხა და საქართველოს ნაკრებს პირველივე ტაიმში პირველი გოლი მოუტანა.
ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის მატჩი თბილისში, „დინამო არენაზე“ მიმდინარეობს.
ლუქსემბურგთან მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მატჩი, ასევე, თბილისში შედგება, სადაც საქართველოს ნაკრები უკვე ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის იბრძოლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.