ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ, ფინალს კვარამ მიხედოს მეთქი, ასეც მოხდა – ბუდუ ზივზივაძე

საქართველო ერთა ლიგის ფინალშია. ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში ეროვნულმა ნაკრებმა ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
24 მარტის მატჩში დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ. ბუდუ ზივზივაძის თქმით, ის ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე გუნდს დაპირდა, რომ ნახევარფინალს თავის თავზე აიღებდა.
"როცა დაჯილდოება იყო ფედერაციის, მაშინ ვუთხარი [გიორგი კაციტაძეს], ლუქსემბურგს ჩემს თავზე ვიღებ და ფინალში კვარა რომ დაგვემატება, კვარამ მიხედოს მეთქი, ეგრეც მოხდა" - თქვა ზივზივაძემ.
ერთა ლიგის ფინალი 26 მარტს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.