ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა

საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა

საქართველოს წარმომადგენელი მარიამ შენგელია გამოეთიშა ევროვიზიის სიმღერის კონკურსს - ის შვეიცარიაში მიმდინარე კონკურსის პირველივე ეტაპზე, ნახევარფინალში გამოეთიშა კონკურსს.
მარიამ შენგელია, - რომლის გამოსვლისას ანსამბლ „ერისიონის“ ოთხმა წევრმა „ხორუმი“ თეთრი დროშებით შეასრულა, - გამოვიდა ქართულ-ინგლისური სიმღერით, Freedom.
კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს.
14 მაისს გაიმართა პირველი ნახევარფინალი, დღეს კი - მეორე ნახევარფინალი.
კონკურსის წესების თანახმად, ფინალში გადასვლას წყვეტს მაყურებელი და არა ჟიური.
ფინალში გადავიდნენ:
· შვეიცარია - მასპინძელი ქვეყანა
· „დიდი ხუთეული“ - საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი და გაერთიანებული სამეფო;
პირველი ნახევარფინალიდან
· ალბანეთი
· ესტონეთი
· ისლანდია
· ნიდერლანდები
· ნორვეგია
· პოლონეთი
· პორტუგალია
· სან-მარინო
· შვედეთი
· უკრაინა
მეორე ნახევარფინალიდან:
· ლიეტუვა
· ისრაელი
· სომხეთი
· დანია
· ავსტრია
· ლუქსემბურგი
· ფინეთი
· საბერძნეთი
· მალტა
· ავსტრალია.
საქართველოს წარდგენილი სიმღერის კომპოზიტორია ქეთი გაბისიანი, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.