ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველო ევროვიზიის ფინალზე ამჯერადაც ვერ მოხვდა და კონკურსს გამოეთიშა

საქართველო ევროვიზიის ფინალზე ამჯერადაც ვერ მოხვდა და კონკურსს გამოეთიშა

დღეს ბაზელში ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 16 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ მაყურებლის წინაშე.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ლიეტუვა, ისრაელი, სომხეთი, დანია, ავსტრია, ლუქსემბურგი, ფინეთი, ლატვია, მალტა და საბერძნეთი
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.
ევროვიზია 2025-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვეიცარია ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.
საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე მარიამ შენგელია, სიმღეროთ Freedom წარადგენდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.