ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში 1.4 მილიონამდე ავტომობილი 10 წელზე მეტი ასაკისაა

2023 წლის მდგომარეობით საქართველოში ავტოპარკის მოცულობა 1.7 მილიონ ავტომობილს აღწევს. ავტომობილის მარკებს შორის ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: მერსედეს ბენცი, ტოიოტა, ფორდი, ვაზ და ოპელი.
რაც შეეხება ავტომობილის მოდელებს მთლიანობაში აქ FORD TRANSIT-ი ლიდერობს, კონკრეტულად მსუბუქ ავტომობილებში კი TOYOTA PRIUS
1.4 მილიონამდე ავტომობილი +10 წლის ასაკისა. მანქანების 41% ბენზინის საწვავზე მუშაობს, 19% დიზელზე, ბენზინ-აირზე 9%, ჰიბრიდია 8%, ხოლო ელექტრო მანქანებს მხოლოდ 0.3% უკავიათ.

ავტომობილების 42%-ის ძრავის მოცულობა 0-2000, მეორე ადგილზეა 2001-3000 ძრავიანი ავტომობილები 23%, 22%-ის დაუდგენელია.
ძარის ტიპის მიხედვით კი ასე ნაწილდება: 560 ათასი სედანი, 318 ათასი ჰეტჩბეკი, 259 მაღალი გამავლობის.
ყველაზე მეტი ავტომობილი თბილისშია რეგისტრირებული -600 ათასზე მეტი, შემდეგ მოდის იმერეთის რეგიონი, ქვემო ქართლი, კახეთი და აჭარა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.