10 უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა - საიდან შემოვიდა ყველაზე მეტი FDI საქართველოში
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის I კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია, - ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
უწყების ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის (სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები) მაჩვენებლის შემცირებით.
2024 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: 2024 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზეა თურქეთი - 42.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 21.0 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება ჩეხეთი - 41.5 მლნ. აშშ დოლარით (20.6 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ - 33.7 მლნ.
აშშ დოლარით (16.7 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 85.5 პროცენტს შეადგენს.
2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს TOP 10 ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
· თურქეთი - 42.4 მლნ აშშ დოლარი;
· ჩეხეთი - 41.5 მლნ აშშ დოლარი;
· აშშ - 33.7 მლნ აშშ დოლარი;
· ნიდერლანდები - 32.3 მლნ აშშ დოლარი;
· მარშალის კუნძულები - 22.3 მლნ აშშ დოლარი;
· იაპონია - 19.3 მლნ აშშ დოლარი;
· ჩინეთი - 13.9 მლნ აშშ დოლარი;
· აზერბაიჯანი - 12.7 მლნ აშშ დოლარი;
· მალტა - 11.7 მლნ აშშ დოლარი;
· დანია - 10.2 მლნ აშშ დოლარი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.