ეკა შარაშიძე: როცა პირველი გერმანელი ეკონომიკური მიგრანტი ან ონკოლოგიური პაციენტი მოადგება საქართველოს საზღვარს და დახმარებას სთხოვს სახელმწიფოს, მაშინ წერეთ მსგავსი „სენსაციური“ ამბები

თარჯიმანი ეკა შარაშიძე:
„იმედი“, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა და ცდილობს მისთვის სასურველი სურათის შექმნას.
საკუთარი პრობლემების გადასაფარად სხვების გამოგონილი ან დამახინჯებული კრიზისებით მანიპულირება ძველი და ყველასთვის ნაცნობი მეთოდია.
როცა პირველი გერმანელი ეკონომიკური მიგრანტი ან ონკოლოგიური პაციენტი მოადგება საქართველოს საზღვარს და დახმარებას სთხოვს სახელმწიფოს, მაშინ წერეთ მსგავსი „სენსაციური“ ამბები.
ზოგადად კი ფაქტი ისაა, რომ გერმანიაში „სიღარიბის რისკის ზღვარს ქვემოთ“ ყოფნა არ ნიშნავს შიმშილს, უსახლკარობას ან ჰუმანიტარულ კრიზისს.
ეს არის სტატისტიკური მაჩვენებელი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლების საერთო დონესთან მიმართებით ითვლება.
ანუ ადამიანი შეიძლება ამ კატეგორიაში მოხვდეს და მაინც ჰქონდეს საცხოვრებელი, , სოციალური დახმარება და ისეთი შემოსავალი, რომელზეც ბევრი ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ოცნებობს.