არქივი12 თებერვალი, 2026, 14:48
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილიდან 95 პროცენტი 5 წელზე მეტი წლოვანებისაა

„საქსტატის“ მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილებიდან დაახლოებით 80% - 10 წელზე მეტი, 15% - 5-დან 10 წლამდე წლოვანებისაა. ავტომობილებიდან 3.2%-ია 2-დან 5 წლამდე, 2% კი 2 წლამდე წლოვანებისაა.
2025 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული იყო:
10 წელზე მეტი წლოვანების – 1 541 196 ავტომობილი;
5-10 წლამდე - 265 041 ავტომობილი;
2-5 წლამდე - 61 335 ავტომობილი;
2 წლის ან ნაკლები წლოვანების - 39 995 ავტომობილი.
დაუდგენელი წლოვანების - 7 341 ავტომობილი
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.