ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ უკრაინა ომს მოიგებდა, მაგრამ ამ ომს არ შეიძლება, ჰყავდეს გამარჯვებული, სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს

ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს, ვფიქრობ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoche-თან ინტერვიუში, უკრაინაში ომთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოში ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ომს უკრაინა მოიგებდა, მაგრამ მმართველ გუნდს ჰქონდა სიტუაციის განსხვავებული ანალიზი.
„ვფიქრობ, სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. თავიდანვე სხვადასხვა მხარე იყო. საქართველოში, მაგალითად, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ უკრაინა ომს მოიგებდა, მაგრამ ჩვენ გვქონდა სიტუაციის განსხვავებული ანალიზი. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ამ ომს გამარჯვებული არ შეიძლება ჰყავდეს. ამიტომ, განსაკუთრებით ახლა, ჩვენ სრულიად დარწმუნებული ვართ, რომ სამშვიდობო შეთანხმებას და ცეცხლის შეწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. ვფიქრობ, მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს კონცენტრირებული სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეწყობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.