ლუკა ეხვაია რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ყველაფერი უკვე მგონი გაცხადებულია და დიდად არაფერი შეიცვლება. პიტ ჰეგსეტმა ჩამოაყალიბა სამშვიდობო გეგმა როგორი შეიძლება იყოს და რა კომპრომისებზე მოუწევს როგორც ევროპას, ასევე უკრაინას წასვლა

ლუკა ეხვაია რუსეთ-უკრაინის ომზე: ეს ყველაფერი უკვე მგონი გაცხადებულია და დიდად არაფერი შეიცვლება. პიტ ჰეგსეტმა ჩამოაყალიბა სამშვიდობო გეგმა როგორი შეიძლება იყოს და რა კომპრომისებზე მოუწევს როგორც ევროპას, ასევე უკრაინას წასვლა
ეს ყველაფერი უკვე მგონი გაცხადებულია და დიდად არაფერი შეიცვლება, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საერთაშორისო პოლიტიკის მკვლევარმა, ექსპერტმა ლუკა ეხვაიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივებზე საუბრისას.
„პიტ ჰეგსეტმა ჩამოაყალიბა, სამშვიდობო გეგმა როგორი შეიძლება იყოს და რა კომპრომისებზე მოუწევს როგორც ევროპას, ასევე უკრაინას წასვლა, უმთავრესად უკრაინას, რა თქმა უნდა.
პირველი, ეს იყო პუნქტი, რომ 2014 წლამდე რა ტერიტორიებიც არსებობდა, აქ დაბრუნება უბრალოდ შეუძლებელია. ეს არის არარეალისტური.
მეორე, ეს არის, რომ ნატოს ჯარები არ განლაგდება უკრაინის ტერიტორიაზე, არც სამშვიდობო ძალები და არც ამერიკის სამხედრო ძალები და აქვე დასძინა, რომ, რა თქმა უნდა, ნატოში უკრაინის ინტეგრაცია არის უტოპია და ეს რეალისტური წარმოდგენა არ არის. შესაბამისად, ეს პოსტულატები შენარჩუნებული იქნება სამშვიდობო პროცესში.
უფრო შორსაც წავიდნენ ხომ? ჩვენ ვხედავთ, რომ აი, ამ სამშვიდობო პროცესიდან უკრაინა და ევროპა მთლიანად იზოლირებული არიან. ტრამპმაც პირდაპირ თქვა, რომ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების შემდეგ რა შედეგებამდეც მივლენ, უბრალოდ, ამის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან შემდეგ უკვე უკრაინას და ევროპას და მათ მოუწევთ ეს შეთანხმება მიიღონ იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ორი მთავარი აქტორი შეთანხმდება“, – განაცხადა ლუკა ეხვაიამ.
მან ასევე უპასუხა კითხვას, რა მოიტანს ეს – ევროპის მეტი ან ნაკლები ჩართულობა?
„ევროპის მეტი ჩართულობა, იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავთ რა განცხადებებს აკეთებენ, პოზიტიურს ვერაფერს. სავარაუდოდ, პირიქით უფრო გაიწელება და გართულდება სამშვიდობო პროცესი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან ტრამპი და პუტინი, უნდა ველოდოთ იმას, რომ მათ უკვე თავისი სამშვიდობო გუნდები დააკომპლექტეს. საკმაოდ სოლიდური გუნდია ორივე მხარეს შექმნილი, უნდა ველოდოთ იმას, რომ გარკვეული კონსტრუქციული გამოსავალი გამოინახება, მაგრამ არ უნდა წარმოვიდგენთ, რომ ეს დროში გაწელილი პროცესი არ იქნება. ფაქტობრივად, ორ მხარეს უწევს საუბარი იმაზე, თუ როგორი იქნება მომავალი ევრაზიის უსაფრთხოების არქიტექტურა. ეს არ არის უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. ეს არის შეთანხმება იმაზე, თუ როგორი იქნება შემდეგი ძალთა ბალანსი და საერთაშორისო წესრიგი. შესაბამისად, ეს პროცესი იქნება ურთულესი და დროში გაწელილი“, – აღნიშნა ლუკა ეხვაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება