არქივი8 აგვისტო, 2024, 13:28
საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დაინიშნა
საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დაინიშნა.
როგორც საქართველოში ლიეტუვის საელჩოს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის 6 აგვისტოს ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, დარიუს ვიტკაუსკასი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა.
დარიუს ვიტკაუსკასიმ აღნიშნულ პოსტზე ანდრიუს კალინდრა ჩაანაცვლა.
ანდრიუს კალინდრამ საქართველოში დიპლომატიური მისია დაასრულა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.