არქივი13 აგვისტო, 2024, 16:56
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი გარეთ უორდი იქნება
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი გარეთ უორდი იქნება – უცხოელმა დიპლომატმა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცებას.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.