ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდებიან

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლები ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდებიან

აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ალან პერსელის რეზიდენციაში, საქართველოში ვიზიტით მყოფ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციას ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხვდებიან.

შეხვედრაზე მივიდნენ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე, „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, პარტია „თავისუფლების მოედნის" ლიდერი, ლევან ცუცქირიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულო ურთიერთობის აღდგენას შეეხება.

„ვისაუბრებთ იმაზე, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიულო ურთიერთობა უნდა აღდგეს და უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოში განხორციელდეს საერთაშორისო ინფრასტრუქტურული პროექტები შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით და უსაფრთხოების გარანტიებით",- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.