ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება

საქართველოში აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება

საქართველოში აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია იმყოფება.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩო ავრცელებს. როგორც საელჩოში ნეტგაზეთს განუცხადეს, დელეგაციაში არ შედიან კონგრესმენები.
საელჩოს ცნობით, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს.
„მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
როგორც ნეტგაზეთს „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, კონგრესის თანამშრომლებს ადმინისტრაციის უფროსი შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.