ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია წინასაარჩევნო ვიზიტით ჩამოვა

საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია წინასაარჩევნო ვიზიტით ჩამოვა

23-24 სექტემბერს, საქართველოში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია წინასაარჩევნო ვიზიტით ჩამოვა - ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.
6-კაციანი დელეგაცია, რომელსაც რუმინელი ევროპარლამენტარი, იულიან ბულაი უხელმძღვანელებს, ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკურ კლიმატს შეაფასებს და ვიზიტის დასრულების შემდეგ განცხადებას გამოაქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაცია შეხვედრას გეგმავს, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან, შსს-ს მინისტრის მოადგილესთან, ცესკო-ს თავმჯდომარესთან და წევრებთან, კომუნიკაციების კომისიისა და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელებთან, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს, დელეგაცია სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად ქვეყანას სრული შემადგენლობით ეწვევა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.