ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად ბეტინა ბუღანი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, ბუღანი აღნიშნულ თანამდებობას 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს.
ბუღანის აქამდე მაღალი თანამდებობა ეკავა გაეროში, საფრანგეთის ჟანდარმერიაში და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ბეტინა ბუღანი დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.