ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ევროკავშირის საბჭო. მათივე ცნობით, ახალი ხელმძღვანელი თანამდებობას 2024 წლის 21 მარტიდან 2024 წლის 14 დეკემბრამდე დაიკავებს.
საბჭოს ინფორმაციაში, ასევე აღნიშნულია, რომ ბეტინა ბუღანის აქამდე, ეკავა სხვადასხვა მაღალი თანამდებობა გაეროსა და საფრანგეთის ჟანდარმერიაში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს- პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.