,,საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ექნება ძვირი საფასური“ – კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა;
,,ჩვენ გვაქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოსთან 2017 წლიდან და ეს არის დიდი ბენეფიტები და ამისთვის საჭიროა ვალდებულებების შესრულება, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვა მაგალითად… ეს ერთი ერთი პუნქტია, იქნება დედლაინი აგვისტოს ბოლომდე რომ შესრულდეს. ოპოზიციის ლიდერები ციხეში არიან. ჩვენ არ გვინდა ვაზარალოთ ქართველი ხალხი, მაგრამ ეს ნდობის საკითხია ევროკავშირის და თუკი ეს ბონუსია და ეს ბონუსი აქვს ქვეყანას რომელიც არ ასრულებს ვალდებულებებს, ეს აჩვენებს რომ ისინი არ უდგებიან ამ საკითხს სერიოზულად.
…„ქართული ოცნების“ თავდასხმა დემოკრატიაზე უფრო მძიმე ხდება. მინისტრებმა დღეს ევროკავშირის მიერ სამოქალაქო საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება შეაჯამეს და განიხილეს სხვადასხვა ვარიანტი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ეს მოიცავდა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმებას და სანქციებს. საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას ექნება ძვირი საფასური“

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”