კაია კალასი – “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება – საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოყვება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეაფასეს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის საკითხი და სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება. კალასი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოყვება.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მინისტრებმა განიხილეს სხვდასხვა ვარიანტი, რაც მოიცავს უვიზო რეჟიმის და ასოცირების შეთანხმების შეჩერებასა და სანქციებს.
“საქართველოს რაც შეეხება: “ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მძიმე ხდება. დღეს [ევროკავშირის] მინისტრებმა შეაფასეს სამოქალაქო საზოგადოებისადმი ევროკავშირის მხარდაჭერა და სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს – მეტი რისი გაკეთება შეგვიძლია.
ეს მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმების შეჩერებასა და სანქციებს. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას შედეგები მოყვება”, – განაცხადა კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”