ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოში გაყიდული ადგილობრივი ღვინის 98–99% 30 ლარამდე კატეგორიაშია - "თიბისი კაპიტალი"

საქართველოში გაყიდული ადგილობრივი ღვინის 98–99% 30 ლარამდე კატეგორიაშია - "თიბისი კაპიტალი"

ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ღვინის უდიდესი რაოდენობა 30 ლარამდე კატეგორიაშია, - ამის შესახებ ვკითხულობთ "თიბისი კაპიტალის" ქართული ღვინის სექტორის მიმოხილვაში.
ღვინის ადგილობრივი ბაზრის შესასწავლად, კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 16 ღვინის კომპანია, რომლებიც საერთო ბაზრის ბრუნვის დაახლოებით ნახევარს მოიცავს. მათ ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობით 2024 წელს შიდა ბაზარზე ღვინის რეალიზაცია დაახლოებით 7.3 მილიონ ბოთლს გაუტოლდა.
2025 წელს კი მხოლოდ 3% გაიყიდა უფრო მაღალი საფასო კატეგორიიდან. ამასთან, შედარებით მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოების გაყიდვები ზომიერი ტემპით იზრდება, განსაკუთრებით, 71–120 ლარის დიაპაზონში.
დოკუმენტის მიხედვით, გაყიდვები მკვეთრად ფასზე ორიენტირებული რჩება: მოცულობების 98–99% 30 ლარამდე ფასის კატეგორიაში ვარდება. მოხმარების სტრუქტურაში დომინირებს წითელი და თეთრი ღვინოები, ხოლო როზე კვლავ მეორეხარისხოვან როლს ინარჩუნებს. გაყიდვების ძირითადი არხები სუპერმარკეტებია, რასაც HoReCa სექტორი მოჰყვება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.