ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 20.7%-ით, მოხმარება კი 3.6%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“

ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 20.7%-ით, მოხმარება კი 3.6%-ით გაიზარდა - „თიბისი კაპიტალი“

2025 წლის ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 3.6%-ით გაიზარდა და 1,200 გვტ. საათი შეადგინა, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის" კვლევაშია აღნიშნული.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, ნოემბერში საცალო მოხმარება 3.8%-ით, 675 გვტ. საათამდე შემცირდა, თუმცა მსხვილი მომხმარებლების მოხმარება 41.3%-ით გაიზარდა და 312 გვტ. საათი შეადგინა.
კვლევის თანახმად, 9.6%-ით, 213 გვტ. საათამდეა შემცირებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ელექტროენერგიის მოხმარება.
„2025 წლის ნოემბერში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 20.7%-ით,1.129 გვტ.საათამდე გაიზარდა“, - წერია კვლევაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.