ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოშია

რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოშია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს კონგრესის თანამშრომელთა დელეგაცია საქართველოშია.
მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს შეხვდებიან.
"მოხარულები ვართ ვუმასპინძლოთ კონგრესის თანამშრომელთა დელეგაციას საქართველოში! რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ოფიციალურ პირებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე, ეწვევიან დევნილთა დასახლებას წეროვანში, რათა გაეცნონ საქართველოში არსებულ ვითარებას", - წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.