ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა პაციენტებზე სრულყოფილად ვერ ზრუნავს | ფრანგული კვლევის სავალალო შედეგი

დრამატული ფაქტები, რომლებიც საქართველოდან მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ხდება. ფრანგი ექსპერტები აქვეყნებენ საქართველოში ჩატარებული კვლევის მონაცემებს რომლებიც ადასტურებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა პაციენტებზე სრულყოფილად ვერ ზრუნავს. უნდობლობა ექიმების მიმართ, არასწორი დიაგნოსტირება და არაადეკვატური მკურნალობა - ეს არის პრობლემების მთავარი ჩამონათვალი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სიმსივნე და სხვა, განსაკუთრებულად მძიმე დაავადებები აქვთ.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სერვისები მიუწვდომელია მოსახლეობის გარკვეული ფენისთვის. იმის პარალელურად, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მილიონობით ლარს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე ხარჯავს, ქვეყანაში ყველაზე განუვითარებელ დარგად კვლავ ონკოლოგია რჩება. და ეს ფაქტი ათასობით მოქალაქეს აიძულებს საკუთარი ან ოჯახის წევრების სიცოცხლის გადასარჩენად სხვა ქვეყანაში ითხოვოს დახმარება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.