ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ძვირი და შეუსაბამოდ დანიშნული წამლები – ფრანგმა ექიმებმა საქართველოს ჯანდაცვა შეისწავლეს

ფრანგულმა ასოციაციამ Habitat-Cité კლინიკა Sciences Po-სთან პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეისწავლა და 2022 წლის თებერვალში ჩაატარა კვლევა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აღწერს. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობასა და ხარისხს. კვლევის შესახებ „ბათუმელები“ წერს.
კვლევის თანახმად, ექიმებისა და ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობას გამოხატავს ყველა მოქალაქე, ვინც კვლევისას გამოიკითხა. ჯანდაცვის სისტემის მიმართ სხვადასხვა სახის პრეტენზია აქვთ მოქალაქეებს ინდივიდუალური გამოცდილების მიხედვით. პრეტენზიები ეხება ჯანდაცვის სისტემას, ჯანდაცვის პროვაიდერებს, სიმპტომატური მკურნალობის სისტემას, ჭარბად დანიშნულ, ძვირადღირებულ და ხშირად შეუსაბამო მედიკამენტებს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი კი კორუფციის დიდ ეჭვს აჩენს. პრეტენზიები შეეხება ასევე პაციენტებისა და ექიმების კომუნიკაციის დაბალ კულტურას.
სრულად წაიკითხეთ აქ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.