არქივი14 აპრილი, 2026, 02:40
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასზე ბოლო მატჩი ჩაატარა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მალტაში მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირის მეორე დივიზიონის ფინალში მონტენეგროსთან 17:19 დამარცხდა.
მეორე დივიზიონის გამარჯვებული მონტენეგრო გახდა, საქართველოს ნაკრები კი მეორე ადგილზე გავიდა. მსოფლიო თასის საგზური ორივე გუნდს ამ მატჩამდე უკვე მოპოვებული ჰქონდა.
მსოფლიო თასი 22-26 ივლისს ავსტრალიაში ჩატარდება და მასში 8 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: ავსტრალია, საქართველო, საბერძნეთი, ხორვატია, იტალია, მონტენეგრო, ესპანეთი და უნგრეთი.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.