ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვენია დაამარცხა

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მეორე დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი სლოვენიის ნაკრებთან გამართა, მეტოქე 24:7 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს.
ქართველმა წყალბურთელებმა ოთხივე მეოთხედი მოიგეს (6:1, 6:4, 6:1, 6:1). საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი ბურთი (6) ხვიჩა ჯახაიამ გაიტანა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი ანდრია ბითაძე დასახელდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე; საბა ტყეშელაშვილი (1), ვატო დადვანი (5), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ბითაძე (2), დუშან ვასიჩი (2), ხვიჩა ჯახაია (6), ბესარიონ ახვლედიანი (4), გიორგი მესხი, იოვან სარიჩი, ლუკა ჩიქოვანი (1), საბა მაჭავარიანი (1), სტეფან პიეშივაცი.ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ 24-დან 16 ნაკრები პლეიოფში გააგრძელებს ბრძოლას და ორი საუკეთესო 2026 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.