არქივი28 აპრილი 2024, 11:53
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის ბოლო დღეს, გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ფინალში იასპარეზებს.
ჩვენი გუნდი შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაერთო და იტალიის ნაკრები 4:3 დაამარცხეს, გამარჯვებები ბექაურმა (ორჯერ), თუშიშვილმა და შავდათუაშვილმა მოიპოვეს. ქართველმა ძიუდოისტებმა ნახევარფინალში მასპინძელი ხორვატიის ნაკრები მარტივად 4:1 დაამარცხა. გამარჯვებები კი ბექაურმა, თუშიშვილმა, შავდათუაშვილმა და ლიპარტელიანმა მოიპოვეს.
ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე საფრანგეთი იქნება.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.