პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თუშიშვილი და სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებენ - ბექაური ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს, ტატამზე საქართველოს ნაკრების სახელით ექვსი ძიუდოისტი წარსდგა, მათგან ფინალურ ბლოკში გურამ თუშიშვილს (+100 კილოგრამი), ილია სულამანიძეს (-100 კილოგრამი) და ლაშა ბექაურს (-90 კილოგრამი) ვიხილავთ.
თუშიშვილი და სულამანიძე ტურნირის ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ, გურამი ინალ ტასოევის დამარცხებას შეეცდება. ილიას მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სამწუხაროდ, მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ ელჯან ჰაჯიევთან დამარცხდა, თუმცა რეპეშაჟში ფრანგი ლორის ტასირი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მოგებას შეეცდება.
შეგახსენებთ, ფინალური ბლოკი თბილისის
დროით 19:00 საათზე დაიწყება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.