ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საქართველოს ფოსტა“ განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ტარიფები გაიზარდა

„საქართველოს ფოსტა“ განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ, 15%-ით მოხდა - ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას, - ამის შესახებ „საქართველოს ფოსტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
კომპანია განმარტავს იმ მიზეზებს, რის გამოც ტარიფები გაიზარდა.
„საქართველოს ფოსტა“ კომპანიის წინააღმდეგ მედიაში და სოციალურ ქსელებში დაწყებულ მიზანმიმართულ კამპანიას ეხმაურება, რომელიც ტარიფების ცვლილებას შეეხება.
კომპანია განმარტავს, რომ ტარიფების ზრდა საშუალოდ, 15%-ით მოხდა, რაც განპირობებულია საბაზრო ეკონომიკური პირობებით და იმ ინვესტიციებითა და კაპიტალური ხარჯებით, რაც საჭიროა კარგი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი საფოსტო მომსახურების განხორციელებისა დაუწყვეტობისთვის.
აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „საქართველოს ფოსტა“ ბაზარზე კვლავ ყველაზე დაბალი ტარიფებით აგრძელებს ოპერირებას,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.