„საქართველოს ფოსტამ“ ამანათების გაგზავნის ტარიფები გაზარდა

„საქართველოს ფოსტამ“ ადგილობრივი და საერთაშორისო ამანათების გაგზავნა გააძვირა. განახლებული ტარიფები ფოსტის ვებსაიტზეა განთავსებული.
საქართველოს მასშტაბით, 2 კილოგრამამდე ამანათის მისამართზე მიტანა 124%-ით გაძვირდა და 19 ლარი შეადგინა. (აქამდე 8.5 ლარი ღირდა). გაიზარდა ამანათის ფოსტის სერვისცენტრიდან გატანის საფასურიც, ახლა ის 14 ლარს შეადგენს. „საქართველოს ფოსტის“ ცხელ ხაზზე „ბიზნეს ფორმულას“ უთხრეს, რომ გაუქმდა მცირე პაკეტები და, შესაბამისად, მინიმალური თანხა, რომლის სანაცვლოდაც მომხმარებელი ამანათის გაგზავნას შეძლებს, 14 ლარია.
გაიზარდა საერთაშორისო ტარიფებიც. აშშ-ში 1 კილოგრამი ამანათის თვითმფრინავით გაგზავნის ტარიფი 23 ლარით გაიზარდა და 185 ლარი გახდა. საბერძნეთის, პოლონეთის, იტალიის, თურქეთის მიმართულებით კი ახალი ტარიფი 152 ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)