ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს უნივერსიტეტი უერთდება დაიცავი ილიაუნის მარათონს

საქართველოს უნივერსიტეტი უერთდება დაიცავი ილიაუნის მარათონს
„საქართველოს უნივერსიტეტი უერთდება დაიცავი ილიაუნის მარათონს და დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად რიცხავს 15000 ლარს, UG სტუდენტების, კურსდამთავრებულების და თანამშრომლების სახელით“, - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
⭕ კამპანიას, რომელიც „დაიცავი ილიაუნის“ წევრებმა დაიწყეს, უკვე არაერთი ბიზნესი და წიგნის გამომცემლობა შეუერთდა.
2 დღის განმავლობაში უწყვეტ ლაივ მარათონში სტუდენტებმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის უკვე ნახევარი მილიონი ლარი შეაგროვეს.
„დაიცავი ილიაუნი” თანხას აგროვებს დიუშენით დაავადებული ბავშვების ყოველდღიური საჭიროებებისთვის, რაც არის სასუნთქი აპარატები, მედიკამენტები, ეტლები, მასაჟები და სხვა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.