ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაიცავი ილიაუნი: დაიცავი ილიაუნის 100 საათიანი LIVE მარათონი უდიდესი წარმატებით დასრულდა!!!

დაიცავი ილიაუნი: დაიცავი ილიაუნის 100 საათიანი LIVE მარათონი უდიდესი წარმატებით დასრულდა!!!
ამჟამინდელი მონაცემებით შეგროვებულია 1 670 938, 48 ლარი. ეს არის მაჩვენებელი, რომელიც დაიცავი ილიაუნის გუნდისთვის მარათონის დაწყებამდე იყო წარმოუდგენელი და ეს ის მომენტია, როდესაც უსაზღვრო სიხარულით შეგვიძლია გამოვაცხადოთ - შევცდით!
უღრმესი მადლობა ყველას, ვინც ამ საამაყო შედეგის დაფიქსირებაში წვლილი შეიტანა. მადლობა საქართველოს მოსახლეობას, სტუდენტებს, ემიგრანტებს, კომპანიებს, ორგანიზაციებს, მცირე და მსხვილ ბიზნესებს და თითოეული თქვენგანს, ვინც თანხის შეგროვებასა და ინფორმაციის გავრცელებაში მიიღეთ მონაწილეობა!!! ✊🙌❤️
ხალხი გაერთიანდა ერთი უმნიშვნელოვანესი იდეის გარშემო - ბავშვები იმსახურებენ ჯანმრთელობას. აგროვებული თანხის ოდენობა უმნიშვნელოვანესია და ამ რესურსით გაცილებით მეტის გაკეთების საშუალება მოგვეცა, ვიდრე მოლოდინი გვქონდა და ამ ყველაფერმა გამოკვეთა საზოგადოების პოზიცია. დიუშენის დისტროფიის მქონე ახალგაზრდების საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა არა მხოლოდ ბავშვების ოჯახებისა და საზოგადოების მცირე ნაწილის, არამედ სრულიად საქართველოს მოთხოვნაა.
მარათონი დასრულდა და აქამდე შეგროვებული თანხა სრულიად გადაერიცხათ ბავშვების ოჯახებს. მაგრამ დაიცავი ილიაუნის ფონდი, რა საკვირველია, არ წყვეტს თანხის შეგროვებას და შემდგომში შემოსული თითოეული ლარიც ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი 🫶
დაიცავი ილიაუნის გუნდი აგრძელებს ბრძოლას საქართველოს ნათელი მომავლისთვის!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.