ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ფინეთში, ჰელსინკის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში MATKA 2025 მონაწილეობს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ჰელსინკის გამოფენაში 10-მდე სახელმწიფო და კერძო კომპანიაა წარდგენილი.
MATKA 2025-ზე ქართული კომპანიების წარმომადგენლები B2B ფორმატის ფარგლებში მოლაპარაკებებს მართავენ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.
ნორდიკულ ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე, საქართველო სპეციალური ტურისტული სტენდით არის წარდგენილი. MATKA 2025-ზე სტუმრებს საშუალება აქვთ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნონ და ინფორმაცია მიიღონ ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ.
ჰელსინკის 4 -დღიან ტურისტულ გამოფენაში 80-ზე ქვეყნის 1000 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. MATKA 2025-ს 65 ათასამდე ვიზიტორი ჰყავს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.